ცხრა სამუშაო შეხვედრის შემდეგ დავასრულეთ პროექტებზე მუშაობა, ჩემთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგ კურსი, ვფიქრობ წარმატებულად განვახორციელეთ, ვიმუშავეთ 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაზე, შევქმენით ბლოგი, სადაც ყოველდღიურად ვდებდით და ვეცნობოდით დღის რეფლექსიებს, ვაძლევდით ერთმანეთს უკუკავშირს. კურსის დასრულებისას მოვისმინეთ პროექტების რეფლექსიები ერთმანეთისაგან.თითოეული პროექტი საინტერესო და ინფორმაციით დატვირთული იყო.
საინტერესო და ნაყოფიერი ცხრა სამუშაო დღე გავიარეთ, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადო პირველ რიგში ქალბატონ ლიას გაწეული სამუშაოსა და სრულყოფილი და ამომწურავი კურსის განხორციელებისათვის. მადლობა ტრენინგის მონაწილე თითოეულ პედაგოგს. დარაღა თქმა უნდა მასწავლებლის სახლს საინტერესო პროექტის შემოთავაზებისათვის.
თაკოს პროექტები
Saturday, 13 April 2019
Sunday, 7 April 2019
ინტელის საბაზო კურსის VIII დღე
დღევანდელმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა, ვიმუშავეთ ფასილიტაციის პრეზენტაციაზე, დავასრულე პროქტზე მუშაობა და ჩემი ნამუშევრები ავტვირთე ბლოგზე.
Saturday, 6 April 2019
ინტელის საბაზო კურსის VII დღე
დღეს ვგავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიებს. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სახეობები. შევქმენით რესურსი სამი ტიპის მოსწავლეებისათვის ; სსსმ, არაქართულეროვანი, ნიჭიერი მოსწავლეებისათვის.
დღევანდელი დღე იყოსაკმაოდ საინტერესო და შრომატევადი.
დღევანდელი დღე იყოსაკმაოდ საინტერესო და შრომატევადი.
Sunday, 31 March 2019
ინტელის საბაზო კურსის VI დღე
დღეს ტრენინგზე განვიხილეთ მე-5 მოდული,ვნახეთ პრეზენტაცია. ვიმუშავეთ პროექტის დასრულების შემდგომ შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე, გავაკეთეთ შეფასების რუბრიკები.გავაგრძელთ მუშაობა პროექტის გეგმაზე. მე-6 დღემ საინტერესოდ ჩაიარა
Saturday, 30 March 2019
ინტელის საბაზო კურსის V დღე
ინტელის საბაზო კურსის V დღის ტრენინგი დატვირთული და საინტერესო იყო, მოვისმინეთ საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაცია, გავეცანით რა არის საავტორო უფლებები, რა არის საჭირო უფლებების დასაცავად, ვიმუშავეთ საავტორო უფლებების შაბლობებზე, ტესტებზე. ვისწავლეთ როგორ მოვიპოვოთ სანდო ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან. შვიმუშავეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებზე.
Sunday, 24 March 2019
ინტელის საბაზო კურსის IV დღე
პროექტის მსვლელობის ეტაპები /შეფასების მეთოდი:
პროექტის დასაწყისში :
- ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე K-W-L გრაფიკები/ ცხრილი (ვ-მ-ვ)
- გონებრივი იერიში/ ასოციაციური რუკა;
- ჯგუფებზე დაკვირვება /ჯგუფურ სამუშაოზე დაკვირვების კითხვარი;
- არაფორმალური დაკვირვების და შემთხვევების ჩანიშვნა/ მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი;
- წერითი და ზეპირი ტესტები / ტესტური კითხვები;
- ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე K-W-L გრაფიკები/ ცხრილი (ვ-მ-ვ);
- ფოტო ჟურნალები/კედლის გაზეთი / პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა .
Subscribe to:
Posts (Atom)