Saturday, 13 April 2019

ინტელის საბაზო კურსის რეფლექსია

ცხრა სამუშაო შეხვედრის შემდეგ დავასრულეთ პროექტებზე მუშაობა, ჩემთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგ კურსი, ვფიქრობ წარმატებულად განვახორციელეთ, ვიმუშავეთ 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაზე, შევქმენით ბლოგი, სადაც ყოველდღიურად ვდებდით და ვეცნობოდით დღის რეფლექსიებს, ვაძლევდით ერთმანეთს უკუკავშირს. კურსის დასრულებისას მოვისმინეთ პროექტების რეფლექსიები ერთმანეთისაგან.თითოეული პროექტი საინტერესო და ინფორმაციით დატვირთული იყო.
საინტერესო და ნაყოფიერი ცხრა სამუშაო დღე გავიარეთ, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადო პირველ რიგში ქალბატონ ლიას გაწეული სამუშაოსა და სრულყოფილი და ამომწურავი კურსის განხორციელებისათვის. მადლობა ტრენინგის მონაწილე თითოეულ პედაგოგს. დარაღა თქმა უნდა მასწავლებლის სახლს საინტერესო პროექტის შემოთავაზებისათვის.

2 comments:

  1. თაკო,გეტანხმები,რომ ინტელის საბაზო კურსი მართლაც საინტერესო და კარგი იყო.მომეწონა თქვენი პროექტი.ვფიქრობ ეს ზალიან აქტუალური თემაა და მოსწავლეებსაც დააინტერესებთ ამ თქვენი ნაშრომით.მინდა წარმატება გისურვოთ!

    ReplyDelete
  2. გეთანხმები, მართლაც საინტერესო ტრენინგი იყო. მომეწონა თქვენი პროექტი, გისურვებ წარმატებებს.

    ReplyDelete