Sunday, 31 March 2019

ინტელის საბაზო კურსის VI დღე

დღეს ტრენინგზე განვიხილეთ მე-5 მოდული,ვნახეთ პრეზენტაცია.  ვიმუშავეთ  პროექტის დასრულების შემდგომ შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე,  გავაკეთეთ შეფასების რუბრიკები.გავაგრძელთ მუშაობა პროექტის გეგმაზე. მე-6 დღემ საინტერესოდ ჩაიარა

Saturday, 30 March 2019

ინტელის საბაზო კურსის V დღე

ინტელის საბაზო კურსის V დღის ტრენინგი დატვირთული და საინტერესო იყო, მოვისმინეთ საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაცია, გავეცანით რა არის საავტორო უფლებები, რა არის საჭირო უფლებების დასაცავად, ვიმუშავეთ საავტორო უფლებების შაბლობებზე, ტესტებზე. ვისწავლეთ როგორ მოვიპოვოთ სანდო ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან. შვიმუშავეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებზე.

Sunday, 24 March 2019

ინტელის საბაზო კურსის IV დღე


წინა სამი დღის მსგავსად დღევანდელ დღესაც წარმატებით გავართვით თავი, ვიმუშავეთ შეფასების მეთოდებსა და სტრატეგიებზე
პროექტის მსვლელობის ეტაპები /შეფასების მეთოდი:

პროექტის დასაწყისში :
  • ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე K-W-L გრაფიკები/ ცხრილი (ვ-მ-ვ)
  • გონებრივი იერიში/ ასოციაციური რუკა;
 პროექტის მსვლელობისას:
  • ჯგუფებზე დაკვირვება /ჯგუფურ სამუშაოზე დაკვირვების კითხვარი;
  • არაფორმალური დაკვირვების და შემთხვევების ჩანიშვნა/ მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი; 
  • წერითი და ზეპირი ტესტები /  ტესტური კითხვები;
 პროექტის დასრულების შემდეგ:
  • ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე K-W-L გრაფიკები/ ცხრილი (ვ-მ-ვ);
  • ფოტო ჟურნალები/კედლის გაზეთი / პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა .
გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი, ვიმუშავეთ  პრეზენტაციაზე PowerPoint-ში. დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, შემდეგი დღეებისაგანაც იგივეს მოველი.

Saturday, 23 March 2019

ინტელის საბაზო კიურსის III დღე

დღევანდელი ტრენინგი წინა დღეების მსგავსად საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს შრომატევადი იყო, ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე,  ჩამოვაყალიბე ჩემი პროექტის "დედამიწა შველას ითხოვს" საგნობრივი სტანდარტი, სასწავლო მიზნები და შედეგები. შევადგინე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
ზოგადი კითხვა  :   რა არის საჭირო სამყაროს შესაცვლელად?
თემატური კითხვები:როგორ ადაპტირდებიან ადამიანები, ცხოველები და მცენარეები ცვალებად გარემოსთან? 
როგორ შეგვიძლია გავიუმჯობესოთ და უფრო უსაფრთხო გავხადოთ ჩვენი ცხოვრება დედამიწაზე?
 შინაარსობრივი კითხვები:რა იწვევს გარემოს დაბინძურებას?
რა საფრთხეების მატარებელია მოუწესრიგებელი გარემო?
რაში გვეხმარება მწვანე საფარი?
რატომ უნდა ვიზრუნოთ მცენარეებსა და ცხოველებზე?
რას გამოიწვევს ცხოველებისა და მცენარეების უდიერად მოპყრობა?

რატომ არ უნდა დავაბინძუროთ ჩვენი საცხოვრებელი გარემო?

ველი უკუკავშირს, სიამოვნებით მივიღებ რჩევებს და შესწორერბებს კოლეგებისაგან.
 

Sunday, 17 March 2019

ინტელის საბაზო კურსის II დღე

ინტელის საბაზო კურსის მეორე  დღეც საკმაოდ შრომატევადი და ამავე დროს ნაყოფიერი იყო, მოვიფიქრეთ საპროექტო იდეები, ჩამოვაყალიბეთ ის იდეები რომლებიც ჩვენს მიერ განსახორციელებელ პროექტში იქნება მოცემული,  ვიმუშავეთ ბუკლეტების შექმნაზე.  დღეს გაწეული სამუშაო და მიღებული გამოცდილება გამიადვილებს პროექტზე მუშაობას.

Saturday, 16 March 2019

ინტელის საბაზო კურსის I დღე

ინტელის საბაზო კურსის შესწავლა  დავიწყეთ ზოგადი მიმოხილვით, გავეცანით კურსის შინაარს, შევქმენით ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტის ასატვირთად  განკუთვმნილი ბლოგი,  1-მოდულის ფარგლებში ვისწავლეთ საქაღალდის შექმნა, ამ საქაღალდეებში მუშაობისათვის  საჭირო მასალის შენახვა დახარისხება,  მივიღეთ მითითებები, რჩევები,  დღეს შესწავლილი საკითხებიდან ჩემთვის ბევრი რამ იყო ახალი და საინტერესო,  რაც  დამეხმარება ჩემი პროექტების უკეთესად და სრულყოფილად დაგეგმვა -განხორციელებაში.