Saturday, 23 March 2019

ინტელის საბაზო კიურსის III დღე

დღევანდელი ტრენინგი წინა დღეების მსგავსად საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს შრომატევადი იყო, ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე,  ჩამოვაყალიბე ჩემი პროექტის "დედამიწა შველას ითხოვს" საგნობრივი სტანდარტი, სასწავლო მიზნები და შედეგები. შევადგინე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
ზოგადი კითხვა  :   რა არის საჭირო სამყაროს შესაცვლელად?
თემატური კითხვები:როგორ ადაპტირდებიან ადამიანები, ცხოველები და მცენარეები ცვალებად გარემოსთან? 
როგორ შეგვიძლია გავიუმჯობესოთ და უფრო უსაფრთხო გავხადოთ ჩვენი ცხოვრება დედამიწაზე?
 შინაარსობრივი კითხვები:რა იწვევს გარემოს დაბინძურებას?
რა საფრთხეების მატარებელია მოუწესრიგებელი გარემო?
რაში გვეხმარება მწვანე საფარი?
რატომ უნდა ვიზრუნოთ მცენარეებსა და ცხოველებზე?
რას გამოიწვევს ცხოველებისა და მცენარეების უდიერად მოპყრობა?

რატომ არ უნდა დავაბინძუროთ ჩვენი საცხოვრებელი გარემო?

ველი უკუკავშირს, სიამოვნებით მივიღებ რჩევებს და შესწორერბებს კოლეგებისაგან.
 

3 comments:

  1. გავეცანი თქვენ შედგენილ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, მომეწონა როგორც პროექტი ასევე, სწორად არის თემასთან დაკავშირებული კითხვებიც.

    ReplyDelete
  2. გავეცანი თქვენს პროექტს და ვფიქრობ რომ შერჩეული გაქვთ საინტერესო თემა.ვთვლი რომ მიზანს დაძლევთ თუკი ყოველივეს გეგმის მიხედვით განახორციელებთ.

    ReplyDelete
  3. მართლაც ნაყოფიერი დღე იყო. დავინტერესდი თქვენი პროექტით. მომეწონა თქვენი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ბავშვებს მნიშვნელოვანწილად დაეხმარება პროექტის დედააზრის გაცნობიერებაში. გისურვებთ წარმატებებს!

    ReplyDelete